გრენლანდიაში არავაქცინირებულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა აუკრძალეს

გრენლანდიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა აუკრძალეს პირებს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არა აქვთ გაკეთებული. მიმდინარე მომენტში ავტონომიურ ტერიტორიაზე კორონავირუსის 29 აქტიური შემთხვევაა დარეგისტრირებული, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

“ყველა ჩვენთაგანმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რადგანაც ჩვენ ჯერ არ ვიცით არის თუ არა ეს “დელტა” ვარიანტი, რომელიც სხვა ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება” – პრემიერ-მინისტრმა მუტე ბ. ეგედემ თქვა.

მიუხედავად ახალი წესებისა, მგზავრებს იმუნიზაციის სერთიფიკატებს არ მოსთხოვენ, მთავრობამ განაცხადა, რომ ის საზოგადოებას ენდობა.
ახალი სამგზავრო აკრძალვის პარალელურად იკრძალება კაფეებით, სპორტული მოედნებითა და რესტორნებით სარგებლობა.

გრენლანდიაში სულ 56 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 32 700 პირს ერთი დოზა ვაქცინა მაინც აქვს გაკეთებული.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“საქართველოსთვის” წევრი: თბილისის მერობის პოსტზე გახარიას კანდიდატურა არ გამოირიცხება
შემდეგი სტატიაჩეხეთში საკუთარი და სხვისი სიცოცხლის იარაღით დაცვის უფლებას კონსტიტუციით განამტკიცეს