“გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიისა და დანიის ხალხებს, მათი გადასაწყვეტია, რა სურთ, საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია” – საფრანგეთის საგარეო უწყება

საფრანგეთი დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, პასკალ კონფავრემ TF1 TV-ს განუცხადა, რომ საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია და ეს გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია.

„ჩვენ სოლიდარული ვართ დანიის მიმართ. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიისა და დანიის ხალხებს. მათი გადასაწყვეტია, რა სურთ. საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია“, – განაცხადა პასკალ კონფავრემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ცოტა ხნის წინ დანიას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ლატვიის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებმა.

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი დოროთე: “მზიას მარშზე, იმედი მაქვს, ჯაღმაიძეც გამოვა, იმიტომ, რომ პრემიერისთვის უთხოვია მზიას გათავისუფლება”
შემდეგი სტატიაჯო უილსონი: “ტრამპმა ნარკოკარტელების შეჩერებითა და მადუროს დაკავებით ამერიკელთა სიცოცხლე დაიცვა”