გრემი: საბოლოოდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა იყოს

მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი, რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის დამყარების მცდელობისას, ორივე მხარეზე შეეცდება ზეწოლას, მაგრამ საბოლოოდ ის უზრუნველყოფს, რომ უკრაინა თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო იყოს, სამომავლო აგრესიისგან ძლიერი თავდაცვის უნარით. ზედმეტად ბევრია გაღებული იმისთვის, რომ ნებისმიერმა მოლაპარაკებამ რაიმე სხვა დასასრულამდე მიგვიყვანოს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ომს ახლოდან აკვირდებიან და ამან სხვების მხრიდან სამომავლო აგრესია არ უნდა წაახალისოს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვები სახლში მშვიდობით უნდა დაბრუნდნენ,-წერს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი X-ზე.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: “ლოზუნგი „არც ნაცი, არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე”