გრეიდერი,რომელიც მხოლოდ „ზადნით“ დადის და 75 ათასად ნაყიდი ჯართი ტრაქტორი – ჰაერში გასროლილი ასი ათასობით ლარი 

 

სოფელ ფახულანის მოსახლეობამ „თაიმერს“ საინტერესო ინფორმაცია მოაწოდა. ადგილობრივებმა ტრაქტორი გვაჩვენეს, რომელშიც წინა ხელისუფლებამ 75 ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა, ეს ძვირადღირებული ტექნიკა, დღეს ჯართია.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტრაქტორი, რომელშიც 75 ათასი ლარია გადახდილი, მინიმუმ, სამი წელი გამართულად უნდა მუშაობდეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ტრაქტორი თავიდანვე გაუმართავი იყო. რატომ იყიდეს გაუმართავი ტრაქტორი?! – ეს „საიდუმლოა“, რადგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემაზე საუბარს გაურბიან.

ისე, 75 ათასიანი ტრაქტორი რა სახსენებელია, როცა იგივე, წინა ხელისუფლებამ გრეიდერში, რომელიც მხოლოდ „ზადნით“ დადიოდა, 200 ათას ლარზე მეტი გადაიხადა.

ჰოდა, როგორც ჯართში ხარჯავდა ფულს, ისე იქცა ჯართად წალენჯიხის ყოფილი ხელისუფლება და კარგია, თუ ამ მაგალითს ცენტრალური „ოცნებაც“ გაითვალისწინებს, თორემ, ჯართად ქცევა არც მას ასცდება!

ავტორი: ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაში“ჟანგმა ჭამა ავტობუსი” ანუ ისტორიული ტრანსპორტი, რომელიც „ოცნებამ“ დასაჟანგავად გაიმეტა (ვიდეო)
შემდეგი სტატიასტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი