გრეგორი მიკსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროპული და ამერიკული საკანონმდებლო ინსტიტუტების წარმომადგენლების განცხადებას შეუერთდა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროპული და ამერიკული საკანონმდებლო ინსტიტუტების წარმომადგენლების განცხადებას შეუერთდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიტვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი წერს.

“დღეს გრეგორი მიკსმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გვაცნობა, რომ უერთდება ბალტიის ქვეყნების პარლამენტარების, პოლონეთის პარლამენტის, ჩეხეთის სენატისა, გერმანიის ბუნდესტაგის და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის განცხადებას საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. კონგრესის ორივე პალატამ გამოგვიცხადა მხარდაჭერა”. – წერს პავილიონისი.

banner
წინა სტატიაშიგამოვლინდა ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 525 პირი
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანმა გიორგი გახარიას უღალატა?