გრძელი სამარშუტო ხაზები შესაძლოა გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე ისაუბრეს. ასევე შესაძლოა რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებს გაჩერების ადგილები დაწესდეთ, რომლის იქითაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.
“საუბარია იმაზე, თუ სად უნდა მოხდეს გადაჯდომა, გაჩერების ადგილის დაწესება თბილისში შემოსული მიკროავტობუსებისათვის, ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დავობს. საუბარია იმაზე, რამდენად სიღრმეში უნდა შემოვიდეს თბილისში, მაგალითად, რუსთავიდან მომავალი სამარშუტო მიკროავტობუსი, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. გადაჯდომა შეეხება არა მარტო რუსთავიდან, მცხეთიდან ან გარდაბნიდან შემომავალ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, არამედ თბილისში არსებულ გრძელ მარშრუტებსაც. მოხდება დადგენა იმ ადგილების, საიდანაც მგზავრი ძალიან კომფორტულად გადაჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებაში. შესაძლოა, ეს იყოს ავტობუსი, მეტრო და ა. შ.”, – განაცხადა ქართული საკონსულტაციო კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ჩრდილოეთ კოერასთან სამიტის ჩაშლას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიალინდსი გრემი -საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია