გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია

„გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. ხედავთ, როგორი უპრეცედენტო ერთობა არის დღეს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და არა მხოლოდ საქართველოში, უკვე კამპანიაში ჩაერთო ევროპარლამენტი. მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.“ – განაცხადა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ

“გრძელდება ჩვენი კამპანია, დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხედავთ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ყველგან, სადაც ჩავდივართ რამდენი ათასი ადამიანი დგას რიგში იმისათვის, რომ მოაწერონ ხელი. ძალიან მზარდი გახდა ეს კამპანია, ძალიან მიხარია და მე მგონი უკვე მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ხედავს რამდენი ათასი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხედავთ, როგორი უპრეცედენტო ერთობა არის დღეს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და არა მხოლოდ საქართველოში, უკვე კამპანიაში ჩაერთო ევროპარლამენტი, სადაც გროვდება ხელმოწერები და მთელი მსოფლიო ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. არ უნდა დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ნავალნის მაგალითმა გვაჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი უდიდესი საფრთხის ქვეშ არის და აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა
შემდეგი სტატიაTI: “ოცნებამ” 2023 წლის ბოლო სამ თვეში 9,5 მილიონამდე ლარის შემოწირულობა მიიღო