“გრძელდება ე.წ ,,კარუსელები’’ ბათუმში, რუსთავში, კრწანისის 24, 21, 9, უბნებზე”- ბოკუჩავა დარღვევებზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლი თინათინ ბოკუჩავა ამომრჩევლის მოსყიდვისა და საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.
„ქ. ქუთაისის , 103-ე საარჩევნო უბანზე ჩვენი წარმომადგენლების მიერ აღმოჩენილია სია კონკრეტული პირების, რომელსაც თან ახლავს თანხობრივი აღრიცხვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ჩვენ მიერ გამოაშკარავებულ ფაქტებს, ასევე ქურჩაში ჯუსტან ბერაია ახორციელებს უშუალოდ თანხის გადაცემას ამომრჩეველზე, სამწუხაროდ ასევე გრძელდება ე.წ ,,კარუსელები’’ ბათუმში,რუსთავში, კრწანისის 24, 21 , 9, უბნებზე, ეს რეალობა გვახსენებს შევარდნაძის დროინდელ არჩევნებს , მარნეულში ფაქტი გვაქვს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების უბნიდან გაძევების, ასევე უბნებზე მობილიზებულია კრიმინალური ავტორიტეტები და სპორტსმენები,

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოახდინოს სათანადო რეაგირება, რათა ასეთი ტიპის პროვოკაციები არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში, ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის მიზნით“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიბიულეტენებს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვერ დაითვლიან
შემდეგი სტატიადაძაბულობის განვითარებას ველოდებით – საერთაშორისო გამჭვირვალობამ მარნეულში დამატებითი დამკვირვებლები გაგზავნა