„გრანტის მართვის სააგენტოს“ თანამშრომლები ფულად ჯილდოს მიიღებენ

„გრანტის მართვის სააგენტოს“ თანამშრომლებს პრემიებს მისცემენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის 25 დეკემბრის განკარგულებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, საშტატო ნუსხით დასაქმებულ სამ თანამშრომელს გადაეცემა ჯამში 21 ათასი ლარი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებს – 17 ათასი ლარი.

განკარგულებაში წერია, რომ ფულადი ჯილდო გაიცემა „დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და შრომის სათანადო დაფასების მიზნით“.

„გრანტის მართვის სააგენტო“ მთავრობის მიერ 2024 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობა გრანტების ადმინისტრირებასა და შესაბამის პროცედურებთან არის დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიაშვედეთში შტორმს ერთი ადამიანი ემსხვერპლა