გრანდიოზული შოუ და ქართველი გოგონასთვის დაჩოქილი რობი უილიამსი- მუსიკოსის კონცერტი ანშლაგით ჩატარდა

5ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა, რომელიც საქართველში პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში იმყოფება, „დინამო არენაზე“ კონცერტი გამართა.

რობი უილიამსი ქართველ გულშემატკივარს ქართულად მიესალმა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ცნობილი ჰიტით მიულოცა – ფრენკ სინატრას “New York, New York“ ქართულ რეალობას მოარგო და მისი ახლებური ვერსია – „Georgia, Georgia” შეასრულა. უილიამსმა ქართველი მსმენელისთვის მამასთან ერთადაც იმღერა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარსდგა. კონცერტის დასაწყისში, მუსიკოსმა მსმენელს სთხოვა, რომ სიმღერისას აყოლოდა, რაც აუდიტორიამ მარტივად მოახერხა. მსმენელისთვის, განსაკუთრებით, მანდილოსნებისთვის ყველაზე ემოციური და შოკისმომგვრელი ცნობილი ჰიტის – “She’s the one” შესრულება იყო, რომელიც მომღერალმა ქართველ გოგონას, მარის დაჩოქილმა უმღერა. ბრიტანელი მომღერლის კონცერტი „დინამო არენაზე“ 21:20 საათზე დაიწყო. გულშემატკივრები 17:00 საათიდან ელოდნენ. ცნობილი მომღერლის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტს 36 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=2dil67f_P6c&feature=youtu.be

 

57

banner
წინა სტატიაში(video) ერაყის არმიამ ელ-ფალუჯის განთავისუფლება დაიწყო
შემდეგი სტატიაპუტინმა სავჩენკოს განთავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა