გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, ის მთელი ღამე ინერვიულებს

გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, ის მთელი ღამე ინერვიულებს, – ამის შესახებ განმუხურის ამფითეატრში მოსახლეობასთან შეხვედრისას ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.

რულოვსის თქმით ზუგდიდს „სამი ფეოდალი“ მართავს – გია დანელია,რაზმირ ძიმცეიშვილი და ედიშერ თოლორაია.

„სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს კრიმინალი და კორუფცია, წინა მერი ლაშა გოგია ციხეშია ეხლა კი გვყავს “სამი ფეოდალი” – ერთი არის გია დანელია საკრებულოს წევრი,რომელმაც ტელეფონით იმაზე კი არ საუბრობს, თუ როგორ დაეხმაროს მოსახლეობას, არამედ იმაზე საუბრობს, თუ რა მეთოდებით უნდა დააშინოს ზუგდიდელები. ის ამბობს, რომ “შენ შენებურად დაამუშავე, მე ჩემებურად დავამუშავებ და 50+1 ხმა „კაროჩე“ დავდებო ” აი, ასე ლაპრაკობს ერთი ფეოდალი, მეორე ფეოდალია ვიღაც ძიმცეიშვილი რიყიდან, რომელმაც მიითვისა ასობით ჰექტარი. მესამე ჩვენთვის ცნობილი ედიშერ თოლორაია, რომელმაც წამართვა მაჟორიტარული მანდატი 2016 წელს. მათ არ აინტერესებთ ზიგდიდელების გასაჭირი, თუნდაც გზების გაკეთება, მაგრამ ამ ბოლო კვირებში ეს პრობლემა გაახსენდათ. ხალხი წინასწარ მილოცავს, დღეს შამპანურიც გახსნენს,მე ნამდვილად ვგრძნობ რომ გამარჯვებულია ჩვენი გუნდი. ზუგდიდი იქნება ივანიშვილის გარეშე. აქ ჩვენ თუ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს, ეს იქნება მისი დასასრულის დასაწყისი. გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, მთელი ღამე ინერვიულებს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი – ჩემი მეუღლე ლამის ემიგრანტების პრეზიდენტია
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტომობილი სახლში შევარდა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 მოზარდი