გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ, რათა მივაღწიოთ, რომ გავერთიანდეთ

ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქენი ვართ, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ, უნდა გავამთლიანოთ, უნდა დავაწყანოთ და დავამშვიდოთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო სახელმწიფომ.

„გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ, რათა მივაღწიოთ, რომ გავერთიანდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო ჩვენმა სახელმწიფომ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, რამეთუ ეს არის დემოკრატია და ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც დღეს დაფიქსირდა, ნიშნავს მაღალ დემოკრატიას. დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ქართველი ხალხის პრინციპული არჩევანი. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელ ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა, ჩემი თანამებროძლები, ჩემი თანამოაზრეები, თითოეული ჩემი მხარდამჭერი, საზოგადოება, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც მხარი დამიჭირა, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო ის, რაც მთავარია, მთავარი პრინციპები, მთავარი მიზანი ცხოვრებაში. ეს მიზანი ჩემი კი არ არის, ეს არის ჩვენი ყველასი ერთიანი მიზანი, ძალიან მალე მივაღწევთ ამ მიზანს, თანამედროვე, განვითარებული და როგორც ვთქვი, ამ დილით გაღიმებული საქართველო, ყველას გილოცავთ ამ დღეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მომავალში მათთან თანამშრომლობას აპირებს.

„მადლობა ჟურნალისტებს, ვიცი, რომ ყოველთვის არ გიპასუხეთ ყველა თქვენს კითხვაზე ზოგჯერ ასე იყო საჭირო, მომავალში გვექნება კარგი თანამშრომლობა და დღეს მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენც”, – განაცხადა სალოემ ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი დანაშაულიდან რამდენიმე საათში თურქეთში დააკავეს