19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

გოტა ჭანტურია: “ქართული ოცნება” არ არის სუვერენული – ის ბიძინა ივანიშვილის განწყობაზეა დამოკიდებული

მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, გოტა ჭანტურიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა შეაფასა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი სუვერენული არ არის, რადგან მთლიანად ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის აზრებსა და განწყობებს ეფუძნება.

ჭანტურიას თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას პირველ რიგში პოლიტიკურ დევნას დაინახავს.

„სტრატეგიული ურთიერთობები, ფაქტობრივად, გაწყვეტილი და შეჩერებულია. ვერ წარმომიდგენია, ამ პოლიტიკით რამე შეიცვალოს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალურად არ შეცვალა მიდგომა“, — აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
შემდეგი სტატიაგეგელია: ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის განაჩენი “ოცნების” რეჟიმისთვის