გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლის და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლისა და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც ხეს შეეჯახა, შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.

banner
წინა სტატიაშისასწორზე დგას ჩვენი მომავალი… ამ ყველაფერს საპატრიარქო გაიაზრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენთან ერთად – პაპუაშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე
შემდეგი სტატიააჭარასა და გურიაში შესაძლოა ტონობით ციტრუსი გადაყარონ-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს