გორში “სემსოტა” დააკავეს-მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული შ.გ. გორში დააკავეს. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ,სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის
შემდეგი სტატიასარჯველაძე პრაიდზე: შსს ყველა შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზეა საიმისოდ, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველყოს