გორში სატვირთო ავტომობილი დაიწვა

გორში, სადგურის დასახლებაში სატვირთო ავტომობილი დაიწვა. ცნობილია, რომ ის ერთ-ერთ ბიზნესმენს ეკუთვნოდა და პროდუქციით იყო დატვირთული, რომელიც სრულად განადგურდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ასევე უცნობია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.

banner
წინა სტატიაშირობერტ ფიცო – მინდა, უნგრეთის პრემიერის მიმართ აღტაცება გამოვხატო იმის გამო, რომ იგი კიევსა და მოსკოვში ყოყმანის გარეშე წავიდა
შემდეგი სტატიაბაიდენის თქმით, მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, არჩევნებიდან გასვლა აიძულოს