გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ გორშიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დღეს დილიდან უკვე გამოფენილია ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკა. ასევე მოწყობილია ხელნაკეთი ნივეთებისა და მხატვრული ტილოების გამოფენა. დილის ათი საათიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და სტალინის სახლმუზეუმში ღია კარის დღე მოეწყობა. საღამოს ასევე დაგეგმილია გალა კონცერტი მოწვეული მსახიობების შესრულებით. ღონისძიებებს დაასრულებს საგუნდო მუსიკის ფესტივალის საზეიმო დახურვა და თეატრალიზებული კონცერტი გორის ციხეზე.

banner
წინა სტატიაშილევილის შატოს და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი ზუგდიდში მომუშავე ჟურნალისტებმა მიაგეს