გორში საკრებულოს დეპუტატს თავს დაესხნენ

გორში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირმა ამბარდნიშვილს თავს დაესხნენ.

დეპუტატი ამბობს, რომ 5 თავდამსხმელიდან 3 წარსულში მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მოძალადეებიდან ერთი მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ნათესავია, გარდა ამისა, მას ნათესაური კავშირის შსს-ს მაღალჩინოსანთანაც აქვს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ თავდამსმელი სწორედ ამ კავშირების გამო არ დააკავეს.

“გამოვიძახე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ რაც ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, ჯგუფურად, მესროლეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები, მივიღე დაზიანებები. მოვიდა პატრული, შსს-ს მაღალჩინოსნისა და ლაშა ბექაურის დასახელების შემდეგ, რომ ის არის მათი ნათესავი და ვერაფერს უზამდნენ, მოკრძალებულად ელოდებოდნენ, აგინებინეს ჩემი თავი.

126-ე მუხლით დაიწყო, ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლნენ”, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

მისი თქმით, პოლიციის უმოქმედობა ამ არჩევნებზე პირველი ნიშანია, რომ ხელისუფლება ისევ კრიმინალს ახალისებს.

დაზარალებულს ექპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და ამ პროვოკაციული ძალის მიერ
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის