გორში, რუსეთის მოქალაქეს მოტოციკლიდან რუსეთის დროშა მოუხსნეს

გორში, რუსეთის მოქალაქეს მოტოციკლიდან რუსეთის დროშა მოუხსნეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორც ტურისტი ყვება, დროშის მოხსნისას ანტენა მოტყდა. აღნიშნულ ფაქტზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელებმა ტურისტი დასაკითხად და ჩვენების მისაცემად პოლიციაში წაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დროშა მოტოციკლს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ლევან ქობოზაშვილმა და როინ ლომიძემ მოხსნეს. აქტივისტების თქმით, აღნიშნული ქმედებით რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს.

https://www.youtube.com/watch?v=OrJS6pxk3K8&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატია“ასეთი ზეწოლის ნიშნებიც კი არ არსებობს” – გია ვოლსკი გიორგი პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს