25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

გორში რკინიგზის სადგურზე კაცს მატარებელი დაეჯახა

გორში რკინიგზის სადგურზე კაცს მატარებელი დაეჯახა.

ინფორმაციას ამის შესახებ “ქართლის ამბები” ავრცელებს. მათი ცნობით, დაახლოებით 35 წლის კაცი დაშავდა – ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი: ჩვენს ქვეყანაში მობილიზაციის გეგმები არ არსებობს
შემდეგი სტატიაესპანეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსს“ დახმარებისთვის მიმართა