გორში ქრთამის აღებისთვის საჯარო მოხელე დააკავეს – ფინანსთა სამინისტროს განცხადება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა- უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.

უფრო კონკრეტულად, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყის მასივში შესაბამისი ნებართვის გარეშე საკემპინგე ადგილის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა 1 400 აშშ დოლარის ოდენობით.

განცხადების თანახმად, ბრალდებული დაკავებულ იქნა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში30 პროექტი, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნილი შესაძლებლობა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
შემდეგი სტატიათუ ხართ თვითდასაქმებული, გაიგეთ, როგორ მიიღოთ საბანკო მომსახურება