გორში, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა შეეფარდა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქე ჰ.დ.-ს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 1 ივლისს გორში მან უმწეო მდგომარეობაში, მძინარე დ.ს. შვილების თვალწინ მოკლა.

გარდაცვლილი პოლიციელი დავით სვანაძეა, რომელიც გორში, ბერუაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე მისი მდგმური იყო.

“2020 წლის 1 ივლისს, ქ.გორში, ჰ.დ.-მ დ.ს.-ს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების – ა.ს.-ს და ა.ს.-ს თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ს. ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშითურქეთში ქართველი ქალი მოკლეს
შემდეგი სტატიასაბა ბუაძე – NDI-ს კვლევა მიუთითებს, რომ პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა ახლა ძალიან რთულია