გორში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

გორში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. 9 მაისს, ტრადიციულად, სტალინელები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გორში, სტალინის მემორიალურ სახლთან შეიკრიბნენ. სტალინის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომი გაიხსენეს.

დღესვე, „საქართველოს მშრომელთა პოლიტიკური ორგანიზაციის“ , „საქართველოს უკვდავი პოლკის“ და ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობის“ წევრებმა სტალინის სურათებით და პლაკატებით მიტინგი გამართეს. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სტალინის ძეგლის დადგმა.

სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა შეკრებილებს შორის, რომლებმაც პლაკატზე წარწერა „მეგობრობა და სამართლიანობა“ გააპროტესტეს და თქვეს, რომ ეს პლაკატი ადგილიდან უნდა გაეტანათ.

„ყოველ წელს ვიკრიბებით აქ და პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც ომში იბრძოდა. რომ არა სტალინი, ამ ომს ვერ მოვიგებდით. სტალინის ძეგლი ვიდრე არ დაბრუნდება, არაფერი გვეშველება. რუსეთთან უნდა მოვნახოთ საერთო ერთო ენა. მილიონზე მეტ ქართველს პუტინი ინახავს და უამრავ ოჯახში რუსული ფული შემოდის. ამიტომ, რუსეთთან პირისპირ საუბარია საჭირო. ეს დღე მნიშვნელოვანია და უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ორგანიზაციაში შემოდის უკვდავი პოლკის და ყველა ვეტერანი და ის ადამიანი ვისაც ახსოვს სტალინი“, – განაცხადა ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობის“ წევრმა, ზურა მეზვრიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიTDI – სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო
შემდეგი სტატიაანდრიუს კალინდრა – ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ​