21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

გორში პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს. 

დაშავებული პირი კლინიკაში გადაიყვანეს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

“სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული”- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშარაშიძე: სიმართლე არაა “ოცნების” განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ
შემდეგი სტატია“ბარემ დამხვრიტეთ” – ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს