გორში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი დააზიანეს

პოლიტიკური მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის” გორის ოფისის ფასადი გვიან ღამით უცნობმა პირებმა დააზიანეს.

ფასადზე რამდენიმე ადგილას ლურჯი საღებავით ნომერი 41 დააწერეს.

როგორც პარტიის გორის ოფისში აცხადებენ, მომხდარი ფაქტის შესახებ მათ სამართალდამცავებს შეატყობინეს და ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

“ასეთი შემთხვევები ჩვენ ვერც შეგვაფერხებენ და ვერც შეგვაშნებენ. ვერც ჩვენს მუშაობას შეუშლის ხელს. ფაქტი არასასიამოვნო და ყურადსაღებია. მიჭრს იმის თქმა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო, ეს შესაბამისმა სამსახურებმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ. დამნაშავე კი უნდა დაისაჯოს”, – განაცხადეს პარტიის გორის ოფისში.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ბრალდებულ თ. გინტურს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატია“ჩვენი პარტიის ოფისებზე განხორციელდა შეტევა”