გორში ოთხ ადგილზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ოთხ ადგილზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წლის 5 მარტიდან ქალაქ გორში ოთხ ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი შვიდი სექციური რადარი.

კერძოდ:

1. ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ. მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ. მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

3. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

4. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟებას“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტები გახსნა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს