გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა“, – აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიროგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ? – ოპოზიცია დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე – ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია