გორში მთვრალმა მძღოლმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარი ავარია. ავტომანქანას, რომელიც ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა მთვრალი მძღოლი მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილმა პროკურატურას მიმართა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება