გორში მოკლული 9 წლის გოგონას ოჯახი იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს

მისი აღიარება არაფერში არაა საჭირო, ყველაფერი დადგენილია. რაც ეკუთვნის იმას ვითხოვთ, მე კი არა, მთელი საქართველო. აუცილებლად, უვადოს მოვითხოვთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მოკლული გოგონას ოჯახის წევრები მივიდნენ.

გამორიცხული არაა, დღევანდელ პროცესზე ნანიკო ბერიაშვილის მამა დაიკითხოს.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. ის ჩადენილ ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ძირითად მიმართულებებზე სწორი აქცენტები გააკეთა
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს