გორში მამაკაცს არასრულწლოვანთან ქორწინების გამო პატიმრობა ემუქრება

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

გორის რაიონულმა სასამართოლომ დღეს ვარიანში მცხოვრები გიორგი ნიბლაძის საქმე განიხილა, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ადანაშაულბეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნინო კოკაურზე გასულ წელს დაქორწინდა, როცა გოგონა 15 წლის იყო. სექტემბრის თვეში შვილიც ეყოლა, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა არასრულწლოვანთან თანაცხოვრების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა. ოჯახის წევრების და თანასოფლელების თქმით ქორწინება ნებაყოფლობითი იყო და ითხოვენ, რომ ნიბლაძეს ბრალი მოუხსნან.

სასამართლო პროცესი 24 დეკემბრამდე გადაიდო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ბიუროკრატიისა და ფუფუნების შემცირებით პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია
შემდეგი სტატიაპოროშენკომ უკრაინით დაღლილ “ევროპელ მშიშრებზე” ისაუბრა