გორში, წმინდაწყლის დასახლებაში კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებული კაცი “გორმედის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.


















