გორში, დევნილებისთვის აშენებული კორპუსიდან თვითნებურად შეჭრილ ოჯახს ასახლებენ

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე დევნილებისთვის აშენებული კორპუსიდან ოჯახს ასახლებენ. პოლიციის თანამშრომლებმა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბინა უკვე დალუქეს. კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ბინაში ოკუპირებული ერედვიდან დევნილი ღამბაშიძეების ოჯახი თვითნებურად იყო შეჭრილი.

ღამბაშიძეები ამბობენ, რომ დაკითხვაზე მოტყუებით წაიყვანეს, სახლში დაბრუნებულებს კი ბინა დალუქული დახვდათ.

ოჯახი 2011 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაომის ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში დროებით შეასახლეს. რთული საცხოვრებელი პირობების გამო, ოჯახი კვლავ გორში დაბრუნდა და ნაქირავებ ბინაში გააგრძელა ცხოვრება. ღამბაშიძეები ამბობენ, რომ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წასასვლელი არსად აქვთ.

შიდა ქართლში დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი აცხადება, რომ ღამბაშიძეების ოჯახს აპლიკაცია არ შეუვსია და ახლად აშენებულ კორპუსში თვითნებურად შეიჭრა.

„ღამბაშიძეები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩაასახლეს 2008 წლის ომის შემდეგ. სამინისტროსთვის ცნობილია, რომ იქ რთული პირობებია, თუმცა ოჯახს უნდა შეევსო აპლიკაცია და კომისია შეისწავლიდა მათ საკითხს “- აცხადებს ბერდია ფიცხელაური.

banner
წინა სტატიაშისპეციალისტები მაღალი ტემპერატურის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავებების შესაძლებლობებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაის, რაც აქ ხდება, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობამ გამოიწვია, იმდენჯერ რომ შეუცვალეს კალაპოტი და ნაგავი ჩაყარეს – ასეთი კარგი მთავრობა გვყავს