გორში დედისა და დის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ “ქართლის ამბები” ავრცელებს. საქმის პროკურორის განცხადებით, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს დღეს მიმართა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და 151-ე, მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.















