გორში დაჭრილი ორივე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გორში სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ორივე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

„გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში 17:35 საათზე შემოიყვანეს შუახნის ორი მამაკაცი. ერთ მათგანს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, დაუყონებლივ გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. კვლევებისა და ოპერაციული ჩარევის შემდეგ, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა მძიმეა და საყურადღებო. მეორე მამაკაცს აღენიშნებოდა მუხლის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება, ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობაც მძიმეა“, – აცხადებს სამხედრო ჰოსპიტლის მორიგე ექიმი-რეანიმატოლოგი მაია თოფჩიშვილი.

სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – სსკ-ის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე, 236-ე მუხლით (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).

ინციდენტი გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაჭრის დროს ერთ-ერთ მამაკაცს მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა თან. სროლის დროს არასრულწლოვანი არ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს ცეცხლი მანქანიდან გაუხსნეს.

banner
წინა სტატიაშისერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „კეთილი ნების” ელჩი გახდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – გახელაძესთან დაკავშრებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული