გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოწმეები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხებიან. პროცესს ბრალდებულიც ესწრება.

საქალაქო სასამართლოში მოკლული გოგონას ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო არის გარანტი, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება
შემდეგი სტატიაავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე