გორში ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

გორში დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიჭრა.

ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა გორის შესასვლელში, სუხიშვილის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციამ სპეციალური ლენტით შემოსაზღვრა, ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრებიც.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – 537 ახალი შემთხვევა მანიშნებელია, რომ ინფექცია არსად გამქრალა