გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია მრავალგზის დისკრედიტებული პოლიტიკოსია ქართული საზოგადოების თვალში
შემდეგი სტატიაპატრიარქის ფონდი გაქურდეს