გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა

გორში, სოფელ კარალეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადვარდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ავტომობილის ორი მგზავრი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რა დროსაც მათგან ერთი გზაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალი იყო თუნდაც ირინა ენუქიძის ხსოვნის წინაშე, შეგვემუშავებინა კონსტიტუცია, რომელიც ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას აგვარიდებდა
შემდეგი სტატიაანაკლიაში, ფესტივალის ერთი მონაწილე გარდაიცვალა