15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა — მძღოლი დაკავებულია

გორში მორიგი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წუხელ ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოგა აფციაური ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს, გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო… შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა ჯერ არ იცოდნენ. ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია“, — წერს გოგა აფციაური.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარს” განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე მძღოლი უკვე დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიახუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა