20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი: “სატრანსპორტო წესების დარღვევის” მუხლით რომ აღძარით საქმე შსს, გგონიათ შევარჩენთ?

“სატრანსპორტო წესების დარღვევის” მუხლით რომ აღძარით საქმე შსს, გგონიათ შევარჩენთ? 109-ე მუხლით უნდა დაიწყოს ძიება ! ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლა! დიახ, განზრახ მოკლა! თან ნარკოტიკი რომ მოიხმარა და თან ფეხზე ვერ დგებოდა პოლიციაში რომ მიათრიეს ეგ გარეწარი, – წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.

,,16 წთ-ში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა? მაშინაც ხომ საავარიო სიტუაციას ქმნიდა ლუკოილიდან ნატახტრის გადასახვევამდე 16 წუთში რომ ჩავიდა სად იყო პატრული?
სად იყო პატრული გორში ასეთი სისწრაფით რომ მოძრაობდა ქალაქში ? როგორ შევიდა ქუჩაზე ვინ დაგეგმა ქალაქის ნახევარი ქუჩა რომ დაკეტეთ და ნახევარი არა? ახალბაღის რეაბილიტაცია მილიონები დაჯდა იქ რატომ არ იმართება ღონისძიებები? გასასხვისებლად ამზადებთ?
რატომ არ იცვლება კანონები? რამდენი ოჯახი უნდა დაღუპონ დაბოლილმა და მთვრალმა გარეწრებმა! ხომ ხედავთ ჯარიმა არა მოქმედებს ! არც მართვის მოწმობის ჩამორთმევა! ციხეში უნდა წავიდნენ ციხეში! გინდ გადატენილი ავტომატით უვლია ადამიანს და გინდ მთვრალი დამჯდარა არის განსხვავება რამე?
“უი საწყალი ორი ჭიქა ჰქონდა დალეული ნანობს”- მე ეს არ მიშველის! არც ჩემ დაჩენჩხილ ანას და მართას უშველის! არც იმ ხუთიათას გარდაცვლილს არ უშველის და მათ ოჯახებს! ვინც ჩემსავით გამწარებული ტირის!
ვაიმე ხალხო ორ ჩასასვენებელს დავტირი ორს!
პატრულის ყველა თანამშრომელმა პასუხი უნდა აგოს ვინც დაინახა და არ გააჩერა ეს გარეწარი! ხალხო გააჩერეთ ასეთი მძღოლები ! დარეკეთ პოლიციაში ! კიდევ ვის ოჯახს გაამწარებენ ეს ნაგვები! შეცვალეთ კანონი! ამოხოცეს ნახევარი საქართველო!
არავინ გაბედოს “შემსუბუქება”… არავინ გაგვიბედოს! გიგა ავალიანის დედა მოგონებად დაგრჩებათ ! უვადოდ უნდა ჩაჯდეს ეს გარეწარი ციხეში იქ უნდა დალპეს! ესეც და სხვებიც ვინც მთვრალი და კაიფში სხვებს სიცოცხლეს მოუსწრაფებს!
ანას და მართას სიკვდილი იყოს ბოლო წვეთი… გაამკაცრეთ კანონი! დაიხოცა ქვეყანა!
ეს არის მკვლელი რეზო ელიზბარაშვილი! მოკვდი, ოჯახის შემარცხვენელო!
ვრეკავ 126-ზე ყველა ოპერატორი დაკავებულია! – ვის აინტერესებს ხალხი? ჩემი ანას და მართას მკვლელ რეზო ელიზბარაშვილს მანქანაში ორი დეიდაშვილი უჯდა ისინიც არაფხიზელ მდგომარეობაში! მანქანა დააჯახა ისევ ზედ გადაუარა და გაიქცა საკუთარი დეიდაშვილები პასუხისმგებლობას რომ აერიდებინა! ის ორი გარეწარი რატომ არ დააკავეთ? განსაცდელში მყოფები რომ მიატოვეს ? ისინიც ისეთივე მკვლელები არიან! ჩაკეტეთ საზღვრები არ გავიდნენ ქვეყნიდან!
ნუ გამოგვცდით ! კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ყველა!”,
-წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი გუშინ საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ბავშვი კი დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი გუშინ დააკავეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა

banner
წინა სტატიაშიტრამპი პუტინს: ვლადიმერ, დროა, ეს ომი დასრულდეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა