გორში, ავარიის ადგილას, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ისინი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალისა და მისი 3 წლამდე შვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ, თანამოქალაქეებს უსამძიმრებენ და მომხდარის გამო პროტესტს გამოთქვამენ.
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი გუშინ საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ბავშვი კი დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი გუშინ დააკავეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.















