3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

გორში არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის  გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტაქსის მძღოლმა, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტყის მასივში, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე  სექსუალურად იძალადა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა ჟენევაში 26 თებერვალს გაიმართება – სტივ უიტკოფი
შემდეგი სტატიამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს