გორში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრისთვის პოლიციამ 20 წლის ბიჭი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულია 2005 წელს დაბადებული პირი. დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა – 1997 წელს დაბადებულ ო.კ-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ჯ მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაზე რუსეთის მორიგ მასობრივ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიარატომ შეწყდა 876-მილიონიანი სტადიონის ტენდერი, რომელიც თბილისის აეროპორტის მახლობლად უნდა აშენებულიყო?!