გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში ახალბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა მას ცივი იარაღით მიაყენეს.

“ახალბაღიდან ცოტა მოშორებით დაჭრეს. აქ შემოვიდა, დამჭრესო, მაგის თქმა მოასწრო და დაეცა. სასწრაფომ წაიყვანა საავადმყოფოში”, – განაცხადეს თვითმხილველებმა.
დაჭრილი გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 118- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგანზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულ თინა გინტურს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია“თქვენო უწმიდესობავ, თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა”- ილია მეორემ რომის პაპს მიუსამძიმრა