გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

“ქუჩაში მოდიოდა კაცი, რომელსაც ველოსიპედით მოძრავი ადამიანი მიუახლოვდა და ზურგში დანა ჩაარტა. მერე ისევ ველოსიპედით გაიქცა”, – განაცხადეს თვითმხილველებმა.

დაჭრილი ადგილობრივებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიპარტია “ჩვენი საქართველოს” წევრი გამოცხადებული შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ჩერჩილის გამოსახულებით 5 ფუნტიანი პლასტიკური კუპიურა გამოვიდა