გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება

გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

გასულ სხდომებზე დაკითხულ მოწმეთა შორის, მოკლული მოზარდის დედაც იყო, რომელმაც შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნებიერიძეს კითხვებითაც მიმართა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა დღეიდან სისხლის სამართლის წესით ისჯება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების დასადგენად – ომბუდსმენი