გორში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

გორში, წუხელ, 26 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

,,შემოყვანილია 26 წლის ახალგაზრდა, პაციენტს გულმკერდისა და ბარძაყის არეში აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ნაკვეთი და ნაჩხვლეტი მრავლობითი ჭრილობები. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, გაეწია სამედიცინო დახმარება და მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაგეგმილია დამატებითი კვლევების ჩატარება“ -,,გორმედის“ მორიგე ექიმმა.

banner
წინა სტატიაშისუიციდი აბაშაში – 17 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
შემდეგი სტატია17 წლის გოგონას „ფეისბუქის“ ბოლო პოსტი რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულო