გორში 18 წლის ბიჭი დაჭრეს

გორში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ბიჭს ბასრი საგნით სამი ჭრილობა აქვს მუცლის არეში მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო სამსახურს გადის, თუმცა დათხოვნილი იყო. დაჭრილი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია : ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე
შემდეგი სტატიასპეცრაზმელებს ავალებენ საკუთარი ოჯახის და საკუთარი თვისტომის წინააღმდეგ იბრძოლონ – შალვა ნათელაშვილი