გორში, მე-10 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაითიშა

გორში, მე-10 საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია რამდენიმე წუთით გაითიშა. როგორც საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა განაცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვას ხმის მიცემის პროცედურის შეფერხება არ გამოუწვევია.

“ავარიულად გაითიშა ელექტროენერგია. მომარაგებული გვქონდა ფანრები და ხმის მიცემა არ შეწყვეტილა. მუშაობა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ. ელექტროენერგია სულ რამდენიმე წუთით იყო შეწყვეტილი და მალევე ისევ აღდგა”, – განაცხადა მეათე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ია ბჟალავამ.

banner
წინა სტატიაში(video) კახა კალაძე : ყველა საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნება” ლიდერობს
შემდეგი სტატიახელვაჩაურსა და მარნეულში ელექტროენერგია გამორთულია-ენმ