გორის ვიცე-მერი შსს ყოფილი თანამშრომელი გახდა – ვინ არის ერასტი ელიჯარაშვილი

გორის ვიცე-მერის შემცვლელი უკვე დანიშნეს. გელა კაპანაძე, ერასტი ელიჯარაშვილმა შეცვალა.

ელიჯარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ახალი ვიცე-მერი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საოჯახო სამართლის სემინარებს ხელმძღვანელობდა. ელიჯარაშვილი, გორის მერის პირველ მოადგილედ დღეს დაინიშნა. გადაწყვეტილება კონსტანტინე თავზარაშვილმა მიიღო. მისმა ყოფილმა მოადგილემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძის თანამდებობა გასულ წელს აუთვისებელ 2 მილიონი ლარის საქმეს შეეწირა, რასაც მერი არ ადასტურებს.

წყარო:NEW POST

banner
წინა სტატიაში“არ მინდა, დავიჯერო, რომ ჟურნალისტები ასეთი დაუცველები ვართ” – დავით ერაძე გამოკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიასასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 27 იანვარს გაიმართება